საქართველოს უმაღლესი საბჭო

Search Add

საჯარო შეტყობინება

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელების შესაძლებლობას. 

საჯარო შეტყობინებით შესაძლოა გავრცელდეს სასამართლო უწყება, გადაწყვეტილება, განჩინება და  გზავნილი მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემისა და მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად ვადის დანიშვნის შესახებ, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება.

საჯარო შეტყობინების განხორციელებიდან მე-7 დღეს სასამართლო შეტყობინება - უწყება, გადაწყვეტილება, განჩინება და  გზავნილი მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემისა და მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად ვადის დანიშვნის შესახებ - მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, რასაც  შესაბამისად მოჰყვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები.

იხილეთ ვრცლად

PrevNext
July 2025
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031